30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ქართული ღვინო - კვლევა, რომელმაც შესაძლოა ახალი რეკორდები დაამყაროს

კვლევამ, რომლის შედეგადაც ქართული ღვინო ჯერ კიდევ, 2 წლის წინ, შევიდა გინესების რეკორდების წიგნში, შესაძლოა, ახალი რეკორდებიც დაამყაროს. მსოფლიომ უკვე აღიარა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ახლა სხვა ახალი აღმოჩენის პერსპექტივა გაჩნდა. 

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8 ათასი წინ აყენებდნენ.

პროექტი მიმდინარეობდა "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის" ფარგლებში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული მეცნიერული დასკვნა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სტატიები დაიბეჭდა ყველა წამყვან საინფორმაციო, თუ მეცნიერულ გამოცემაში, უძველესი ღვინის აღმოჩენის ფაქტი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნშიც.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები