ე.წ. ჩინური ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით, ადამიანიდან ადამიანზეც ვრცელდება, რაც მსოფლიოს ახალ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ გამოცემა "ფრანს24" წერს.
ჩინეთში კორონავირუსით უკვე 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია. დაინფიცირებულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა.
ეს არის ატიპიური პნევმონიის სიმპტომით მიმდინარე ვირუსი, რომლის მსგავსმა შტამმაც, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ორი სერიოზული ეპიდემიური აფეთქება გამოიწვია და ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ე.წ. კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. მედიკოსების ვარაუდით, ის ცხოველთან ან ზღვის პროდუქტებთან უშუალო შეხებით ვრცელდებოდა.
როგორც უცხოური მედია წერს, კორონავირუსით დაავადებული პაციენტისგან მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.