30 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ვახტანგ რობაქიძე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება

ვახტანგ რობაქიძე, რომელსაც გამოძიება დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარას ედავება, დარღვეული უფლებების აღდგენას სახელმწიფო ინსპექტორის საშუალებით ეცდება.

რობაქიძე დღეს უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მიზეზი ის განცხადება გახდა, სადაც ბრალდებული მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. 

ვახტანგ რობაქიძემ დეტალურად გაიხსენა ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ შემთხვევას.

რობაქიძე ექსპერტიზის ჩატარებასაც გეგმავს და ამბობს, რომ სწორედ სამხარაულის ბიურომ უნდა დადოს დასკვნა, რომელიც მასზე ძალადობას დაადასტურებს. რობაქიძის ბრალდებების არ სჯერა ანრი ოხანაშვილს და არ გამორიცხავს, რომ რობაქიძემ თვითდაზიანებები თვადვე მიიყენოს.

ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძემ საპატიმრო გირაოს სახით - 7 000 ლარის გადახდის შემდეგ გუშინ დატოვა.

ინციდენტი ბაკურიანში 14 იანვარს ერთ-ერთ კაფეში მოხდა, სადაც ოხანაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, დეპუტატს რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პარტია "ლელოს" წევრი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

დღის ამბები