30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
წუხილი საქართველოს განვითარებაზე თუ ერთი კერძო კომპანიის ინტერესით შთაგონებული წერილი

კონგრესმენის განცხადების ყველაზე განხილვადი ნაწილი ნავთობისა და გაზის კომპანია "ფრონტერას" ეხება, რომელიც მალინმა იმის მაგალითად მოიყვანა, რომ საქართველოში ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებს ავიწროებენ.

თუმცა, საქართველოში მომუშავე ტეხასური კომპანიის მიმართ ბრალდებები ათეული წლებია ისმის.  კერძოდ, მას გადასახადებისგან თავის არიდებასა და ხელშეკრულებების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებენ.

მთავრობაში კონგრესმენის წერილის მიღმა კომპანიის მენეჯმენტის ლობიზმი დაინახეს. ინტერნეტში ოფიციალურ საიტებზე მარტივად იძებნება, რომ "ფრონტერა" წლების განმავლობაში სხვებთან ერთად რესპუბლიკელი კონგრესმენის დამფინანსებელია.

ამერიკული და ევროპული ინვესტიციების შევიწროებაზე კონგრესმენის მიერ გამოთქმულ განხილვებში დღეს არ შესულა ევროკავშირი, თუმცა კარლ ჰარცელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ნომერ პირველი ინვესტორია. ელჩს არც ის დაუმალავს, რომ საინვესტიციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე სამუშაოა.

ამერიკელმა კონგრესმენმა წერილი გუშინ გამოაქვეყნა, მისი მთავარი ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

წერილში მალენი შეშფოთებას გამოთქვამდა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო.

დღის ამბები