შეერთებულ შტატებში ე. წ სამშობიარო ტურიზმი დასრულდა - დონალდ ტრამპი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემას გაამკაცრებს. ინფორმაციას ამერიკული მედია ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება ექნება ვიზის გაცემაზე უარი თქვას, თუ მიიჩნევს, რომ ტურისტის მიზანი ამერიკაში შვილის გაჩენა და ჩვილისთვის მოქალაქეობის მიღებაა.
კანონის თანახმად, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა გარანტირებული აქვთ. ტრამპმა რამდენჯერმე ამ ნორმას სასაცილო უწოდა.
მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაბადებული ბავშვების რიცხვი 33 ათასს აჭარბებს.