30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"დღევანდელი სისხლი არის მერის კისერზე" - "ანას ბაღთან" მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

"ანას ბაღთან" მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. დაშავებული მომხდარის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, დაზიანებები მას დაცვის კომპანია "გისსონის" თანამშრომლებმა მიაყენეს. ადვოკატი მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

"დაახლოებით სამი, შეიძლება მეტი ადამიანიც მიზანმიმართულად მომდევდნენ. "გისსონის" წევრებმა დამიჭირეს, ერთმა ხელი გადამიგრიხა, მეორემ კისერში წამიჭირა. მოვიხარე და ამ დროს ვიღაცის მუხლი თუ ხელი მომხვდა ცხვირში. დავვარდი დაბლა და კურტკაც შემომახიეს და არაფერი არ დამაკლეს. დღევანდელი სისხლი არის მერის კისერზე, იმიტომ, რომ მერის ასეთმა დამოკიდებულებამ მიიყვანა ხალხი და მშენებლები ასეთ დაპირისპირებამდე," - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში, რომელიც დღეს დილით მოხდა, დაცვის კომპანიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე გაშლილი კარავი აიღეს და ის სხვა ადგილზე გადაიტანეს, რასაც ჩხუბი და  დაპირისპირება მოჰყვა. 

 

 

 

 

დღის ამბები