30 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
31 დეკემბერს დაკავებულთა საქმეზე სასამართლო განხილვა დაასრულდა

31 დეკემბერს დაკავებულთა საქმეზე მოსამართლემ საქმის განხილვა დაასრულა. გადაწყვეტილება 22 იანვარს გამოცხადდება.

საუბარია ამინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომლის გამოც 4 პირი დააკავეს იმ დროს, როდესაც რუსთაველის გამზირიდან კარვებს იღებდნენ.

"ვიდეოების რაც წამოადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თვითონაც არ აქვთ ნანახი, იმიტომ რომ იყო რამდენიმე მაგალითი, როდესაც ჩართეს ვიდეო, არცერთი ჩვენთაგანი არ ჩანს და გადახვევებით რომ ვუყურეთ, გვითხრეს რომ დისკი პროცესზე შემთხვევით მოხვდა.  ხუთი ადამიანი ვართ კონკრეტულ პროცესზე, ორ-ორმა პოლიციელმა დაგვაკავა, ბრალი ყველას ორი მუხლით გვედება და არც ერთი სამართალდარღვევა, ვიდეოზე არ ფიქსირდება,"-აცხადებს  სამაქალაქო აქტივისტი ბექა კოკაია. 

 

დღის ამბები