30 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"6 დღე საკანში მაწამეს, ფაქტობრივად უჭმელი ვიჯექი"- ვახტანგ რობაქიძე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე ბრალდებული პირი იკითხება.

ვახტანგ რობაქიძე უწყებაში მისივე განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე დაიბარეს. საქმით დაინტერესება რობაქიძემ ინსპექტორის სამსახურს თავად სთხოვა.

გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული პირი ამბობს, რომ მასთან მიმართებაში სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. რობაქიძე ამტკიცებს, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მასზე ზეწოლა განახორციელეს.

"რამოდენიმეჯერ ვცადე ალკო ტესტში ჩაბერვა, თუმცა შკალები არ ივსებოდა და ამ დროს გაღიზიანებულმა პირმა მუცელში ჩამარტყა. დამეწყო სისხლდენა და მოვითხოვე სასწრაფო, თუმცა არ გადამიყვანეს საავადმყოფოში. უამრავი ადამიანი ცდილობდა ზეწოლას, რომ აღიარებითი ჩვენება მიმეცა. 6 დღე საკანში მაწამეს, ფაქტობრივად, უჭმელი ვიჯექი," - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

დღის ამბები