30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
რუსეთში ერთ-ერთ სასტუმროში გათბობის მილის დაზიანების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ერთ-ერთ სასტუმროში გათბობის მილის დაზიანების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

დაღუპულებს შორის 1 ბავშვია. შემთხვევა ქალაქ პერმში 5 სართულიან შენობაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მილის დაზიანების შედეგად, ოთახები ცხელი წყლით დაიტბორა.

დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღის ამბები