30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა

სურამში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ლომიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული, ლევან ლომიძე, რომელიც ბრალს აღიარებს.

პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე მოკლა და მიიმალა. ლევან ლომიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქათუბანში, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

დღის ამბები