30 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ბაღდადში ანტისამთავრობო აქციების დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ბაღდადში ანტისამთავრობო გამოსვლებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირებისას ათეულობით ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა გზები ბარიკადებით გადაკეტეს, საბურავები დაწვეს და სამართალდამცველებს ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. ბაღდადის გარდა ანტი სამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქშიც.

მომიტინგეები მთავრობის გადადგომასა და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

დღის ამბები