30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევების მატება არ არის - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების მატება არ არის - ამის შესახებ განცახადება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"დღევანდელი მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 216 - იგივე დონეზეა, რაც წინა კვირას იყო. ახალი შემთხვევების რაოდენობა, გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციებით, განსხვავებით წინა კვირასთან, მატება გვაქვს 5%-ით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში, ანუ ჰოსპიტალიზაცია მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციებით, რომელიც დიდი ალბათობით მაინც გახლავთ ბავშვთა კონტიგენტის ხარჯზე,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები