30 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
"ბრიუსელში არსებობს მოლოდინი, რომ პოლარიზაციის განმუხტვა მოხდება"- კარლ ჰარცელი

"მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელში არსებობს მოლოდინი იმის, რომ დაძაბულობისა და პოლარიზაციის განმუხტვა მოხდება,"- ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგთან დაკავშირებით გააკეთა. ჰარცელი ხაზს უსვამს, რომ მხარეების მხრიდან დიალოგისთვის მზაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია.  

"ახლა იმ პროცესში ვართ, როცა პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ საერთო საკითხებს, რომ მომდევნო შეხვედრები გაიმართოს. ბევრის თქმა არ შემიძლია. მნიშვნელოვნია ის ფაქტორი, რომ ყველა მხარე დიალოგის გასაგრძელებლად მზაობას გამოთქვამს. გავაგრძელებთ დიალოგს იმ არსებულზე, რაც უკვე მიღწეულია. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელში არსებობს მოლოდინი იმის, რომ დაძაბულობისა და პოლარიზაციის განმუხტვა მოხდება. ეს ჩვენ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხია,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები