30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
რუდი მალინის წერილზე - კომენტარისთვის გირჩევთ, კონგრესს მიმართოთ, მე კი მინდა აღვნიშნო საქართველოს დიდი პროგრესი

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის გზა, რომელსაც ახლა გადის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ამბობს, რომ მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი.

"კონგრესი წარმოადგენს ამერიკის ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს, შესაბამისად, მე გირჩევთ, რომ დეტალური კომენტარისთვის მათ მიმართოთ. მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა, მინდა აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ახლა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მე ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით, რაც მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა მიაღწიონ შეთანხმებას, წავიდნენ გარკვეულ კომპრომისებზე. ქვეყანაში კი დემოკრატიის განვითარების საუკეთესო მოდელი მიიღონ,"- განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

დღის ამბები