30 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
კითხვის ნიშნები საპროკურორო საბჭოს ობიექტურობასთან დაკავშირებით - ანა დოლიძეს ახალი ინიციატივა აქვს

ახალი ინიციატივა გენერალური პროკურორის ასარჩევად - ანა დოლიძე პროცესში საპროკურორო საბჭოს ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დასანიშნი პირის შესარჩევად ახალი წესის დამკვიდრებას ითხოვს.

დოლიძე საკუთარ პრეტენზიებს იმ არგუმენტით ხსნის, რომ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში უმრავლესობა სწორედ ხელისუფლების პოზიციაზეა.

"პროკურორის პირდაპირი არჩევნების შემოღებაა ჩემი ინიციატივა და ასეთი სისტემა აქვს აშშ-ს, სადაც პროკურორები არიან არჩეულები ხალხის მიერ და მსგავსი სისტემა ჩვენ გვქონდა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე აღნიშნავს, რომ უმრავლესობის მხრიდან ხდება ზეწოლა. მისი თქმით, ისინი შოთაძეს ღიად უჭერენ მხარს.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობისგან ხდება ზეწოლა საპროკურორო საბჭოზე, რადგან ისინი მხოლოდ ერთ სუბიექტზე აკეთებენ განცხადებას,"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

საპროკურორო საბჭოზე გავლენის მოხდის მცდელობის შესახებ საუბრობს გენერალური პროკურორის კანდიდატი კობა კობახიძეც.

"ეს არის სერიოზული გავლენის მოხდენა საპროკურორო საბჭოზე, უკვე შერჩეულია შოთაძე, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბრძოლას მაინც აქვს აზრი," - განაცხადა კობა კობახიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი კი აცხადებს, რომ შოთაძე არის ღირსეული კანდიდატი და მას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

"ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომ წარადგინა შოთაძე. იმ ადამიანების გაღიზიანება გამოიწვია, მხოლოდ ვინც ვერ იტანს ამა ადამიანს, მე ასეთი ზნეობრივად ამაღლებული კაცი მინდა პროკურორად," - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

დღის ამბები