30 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო

ხარჯების შემცირების მიზნით გაერთიანებული სამინისტროების ნაწილი ისევ გაიყოფა-გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ამ შემთხვევაში საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყებაზე.

"ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ ეს იყო შეცდომა და აუცილებელია კულტურის სამინისტრო დაუბრუნდეს თავის საწყის ადგილს. გაყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება.

საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.

დღის ამბები