30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინელების ცხედრები კიევში ჩაასვენეს

ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინელების ცხედრები კიევში ჩაასვენეს. აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

უკრაინული ლაინერი თეირანში ერთი კვირის წინ ირანმა ჩამოაგდო. შემთხვევას 176 ადამიანი, მათ შორის 11 უკრაინელი ემსხვერპლა. უკრაინა და კანადა ირანს "შავი ყუთის" გადაცემისა და გამჭვირვალე საერთშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

 

დღის ამბები