მასშტაბური ხანძრების შემდეგ ავსტრალიაში სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ამჯერად ძლიერ ქარიშხალს ელოდებიან. სინოპტიკოსების განცხადებით, ქარიშხალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დღეს კი ვიქტორიის შტატში ძლიერი სეტყვაც მოვიდა. გვალვებისა და ხანძრებისგან დაზარალებულ სამ შტატში ამ კვირაში გაწვიმდა. უხვმა ნალექმა ცეცხლი ჩააქრო მაგრამ წყალდიდობა გამოიწვია. ავსტრალიაში ტყის ხანძრები სექტემბერში გაჩნდა.
სტიქიას უკვე 29 ადამიანი ემსხვერპლა.