სულ რამდენიმე წუთი რჩება "დიდი სცენის" დაწყებამდე. "რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში, 22:00 საათზე მუსიკალური მეგაშოუს მესამე ლაივ კონცერტი იწყება.
დღევანდელი საღამო კინომუსიკას დაეთმობა. "დიდი სცენის" კონკურსანტები ცნობილი ფილმებიდან საუნდტრეკებს შეასრულებენ. პროექტის ავტორები დღევანდელი კონცერტის დეტალებს არ ამხელენ, თუმცა ამბობენ, რომ მაყურებელს გრანდიოზული სანახაობა ელოდება.
"დიდი სცენა" "რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.