30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებს ვეღარ გამოიყენებენ
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო უმაღლესობის ტიტულით ვეღარ ისარგებლებენ. ე. წ მეგქსითის პროცესის დასრულება საზოგადოებას დედოფალმა ელისაბედმა წერილით აცნობა.ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დედოფალმა მეგანი და ჰარი ოჯახის საყვარელ წევრებად მოიხსენია და მათ ბედნიერება უსურვა. 
 
"ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები. ვაცნობიერებ იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებული ყურადღების გამო მათ წინაშე იდგა და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება.მსურს, მადლობა გადავუხადო მათ თავდადებული შრომისათვის რაც ქვეყნასა და მის ფარგლებს გარეთ გაწიეს. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმის ხილვით, თუ როგორ სწრაფად გახდა მეგანი ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი,"- წერს დედოფალი წერილში.
 
სამეფოს გადაწყვეტილებით, პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია სახელმწიფო სახსრებიდან აღარ დაფინანსდებიან. გარდა ამისა წყვილს 2.4 მილიონ ფუნტის დაბრუნებაც მოუწევთ რაც საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის დასჭირდათ. შეთანხმების თანახმად, წყვილი ოფიციალური სამეფო მოვალეობების შესრულებას წყვეტს თუმცა ისინი კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციებში თავიანთი საქმიანობას გააგრძელებენ.
 
სამეფო ოჯახში ახალი ერა დაიწყო - სასექსის ჰეცოგმა და ჰერცოგინიამ ქორწინებიდან 18 თვეში საზოგადოება და სამეფო უპრეცენდენტო მოვლენის წინაშე დააყენეს. მეგანის და ჰარის გადაწყვეტილება მედიის მხრიდან მათ პირად ცხოვრებაზე დიდი დოზით ფოკუსირებას უკავშირდება, თუმცა სამეფო კარის ექსპერტები მიიჩნევენ,  რომ წყვილს მიღებული გადაწყვეტილების გამო საზოგადოება ახლა უფრო მეტად დააკვირდება

სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერი. ბორის ჯონსონმა სამეფო ოჯახში მიღებული შეთანხმების გამო კმაყოფილება გამოთქვა და წყვილს წარმატება უსურვა.
 
მეგანს არასერიოზულ და უპასუხიმგებლო ქმედებებში ადანაშაულებენ ოჯახის წევრები . ჰერცოგინიას ნათესავები ფიქრობენ, რომ პრინცი ჰარი მეუღლის ზეგავლენის ქვეშ მოექცა და წყვილმა საკუთარ მოვალეობებს თავი ვერ გაართვა. 
 
დედოფლის გადაწყვეტილება ძალაში გაზაფხულიდან შევა. წყვილი ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას გეგმავს, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
 
 
დღის ამბები