ნაჯახით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა თავის არეში - 29 წლის ქალის მკვლელობის საქმეში, რომლის გამოც ქმარი დააკავეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ახლობლების ინფორმაცით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი იყო, რის გამოც წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა. დაკავებულს ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ, რის მერეც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 29 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ, ამის შესახებ ბრალდებულის ოჯახი არ ლაპარაკობს. ლევან ლომიძის მამას არც გარდაცვლილ რძალზე საუბარი სურს.
ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე მხოლოდ ბრალდებულის ბებია საუბრობს, რომლის სახლშიც მამაკაცმა საკუათარი მეუღლე, სავარაუდოდ ნაჭახით, მოკლა. 82 წლის ქალს ჩხუბის ხმა არ გაუგია, მეუღლეებს შორის რომ ხშირ კონფლიქტი იყო, ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ძირითადად, კამათი ბავშვის ნახვის თემას ეხებოდა. მისი თქმით, რძალი მასთან ხშირად ჩადიოდა და რჩებოდა, არ გამორიცხავს, რომ 29 წლის ქალს მშობლებთანაც ჰქონოდა უსიამოვნება.
ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ქალი სახლში ძმასთან და მამასთან ერთდ ცხოვრობდა. ექსპერტიზის დარულების შემდეგ გარდაცვლილი ხაშურიდან ხობში გუშინ, გვიან ღამით გადაასვენეს. რატომ გაიმეტა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი სასიკვდილოდ და ცხოვრობდნენ თუ არა ერთად ბოლო პერიოდში ცოლ-ქმარი, მოკლულის ოჯახი ჟურნალისტებთან არ საუბრობს.
ბეტა ნაჭყებიას რომ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა, იციან მოკლულის მეზობლებმა, ამობენ, რომ ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის გაშორებულები იყვნენ, თუმცა ლევან ლომიძე ხშირად ეჭვიანობდა. არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულს მკვლელობაც სწორედ ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაედინა.
ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ლევან ლომიძე გუშინ ღამით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან 29 წლის ბეტა ნაჭყებია ნაჯახით მოკლა და ადგიილდან მიიმალა. რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს მოსამართლე, ბრალდებულს ხვალ გახდება ცნობილი.