დილით გადადებული რეისი სავარაუდოდ 7 საათზე შესრულდება, 160-მა მგზავრმა ავიაკომპანიისგან პასუხი რამდენიმე საათის შემდეგ მიიღო.
კომპანია"ეარ კაიროს" თვითმფრინავი შარმ-ელ შეიხის მიმართულებით ვერ გაფრინდა. მგზავრებს კომპანიის წარმომადგენლებმა მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა და მგზავრების უსაფრთხოება დაუსახელეს, თუმცა მოქალაქეები კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, "ეარ კაიროს" ფინანსური დავალიანება აქვს.