30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
დღევანდელი ხელისუფლება ორიენტირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე - მამუკა ხაზარაძე

კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს "ლელო საქართველოსთვის".

პარტიაში ამბობენ, რომ კონგრესმენების პოზიცია მნიშვნელოვანია და ქვეყნის ხელისუფლებისთვის მათი მეორე ღია მიმართვა საგანგაშო გზავნილია, რადგან შეფასება ეჭვქვეშ აყენებს პარტნიორებთან ურთიერთობებს.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის კონგრესმენების მეორე განცხადება, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს და პრაქტიკულად, ეჭვქვეს აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წელი, დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა აშშ-ს და საქართველოს შორის.

ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთეობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლება "ოცნების" ხელმძღვანელობით, არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე. 

კონგრესმენების განცხადება მიმართულია გახარიასკენ და ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ,"- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები