30 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
რეალურ ფაქტებზე დამყარებული ბრალდებები თუ უმიზეზოდ დადანაშაულებული შვილმკვდარი დედა

ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დღესაც 3 თვის წინ დატრიალებული ტრაგედიის მიზეზები აინტერესებთ.

რამდენიმეთვიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ გამოძიებამ ჯერ ვერ გაარკვია, რა გახდა 11 წლის ბავშვის სიკვდილის რეალური მიზეზი.

გაურკვევლობამ და ბრალდებებმა, რომ ბიჭი თვითმკვლელობამდე დედამ მიიყვანა, მარტოხელა მშობელს მეორე შვილთან ურთიერთობაც შეუზღუდა.

დატრიალებული ტრაგედიის დღიდან გარდაცვლილი ბავშვის მამაც მომხდარში დედის კვალს ხედავს.

შვილმკვდარი მშობლებისთვის ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა იყო ერთადერთი იმედი სიმართლის დასადგენად - აღენიშნებოდა თუ არა ცხედარს სიცოცხლეშივე მიყენებული დაზიანებები. 

ბავშვზე ძალადობის ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოში ბოლო 11 წლის განმავლობაში არცერთი შეტყობინება შესულა.

ოჯახის მდგომარეობა სააგენტოს რაიონული ოფისის თანამშრომელმაც შეისწავლა, რომელიც დედის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს.

სიკვდილამდე მიყვანის მუხლით აღძრულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე თვეა იძიებს. მთავარი კითხვა - თუ რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ოჯახისთვის დღემდე პასუხგაუცემელია.

დღის ამბები