30 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
სახალისო ინიციატივა - მოსახლეობა ჩიჩილაკებს ზოოპარკის ბინადრებს ჩუქნის

ახალი წლის შემდეგ მოსახლეობის ნაწილს ჩიჩილაკები ზოოპარკის ბინადრებთან მიაქვს. "ვალმოხდილი" ჩიჩილაკები ცხოველების ყოველდღიურობის გამახალისებელი გახდა.

ვოლიერში მოხვედრამდე, ზოოპარკის თანამშრომლები საზიანო დეტალებს საგულდაგულოდ აცლიან. ზოოპარკის ბინადრების ნაწილი ნივთს სათამაშოდ, ნაწილი კი საკვებად მოიხმარს.

ზოოპარკის დირექტორი "კურიერთან" იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომელსაც საფუძველი 5 წლის წინ ჩაეყარა. ზურაბ გურიელიძის თქმით, გამოუსადეგარი ნივთი სასარგებლო ფუნქციას იძენს და ცხოველთა გარემოს გამდიდრებისა და კვლევითი აქტივობის წარმოებისთვისაც გამოიყენება. ჩიჩილაკი განსაკუთრებით სპილოებს უყვართ. ცხოველებს დამთვალიერებლის მიერ მიტანილი ჩიჩილაკი მთელი თვის განმავლობაში ყოფნით.

ზოოპარკის ინიციატივას მოსახლეობა მალევე შეუერთდა. მთელი დღის განმავლობაში ვოლიერებთან ჩიჩილაკიანი ხალხის ნაკადი არ წყდება. საახალწლო აქციამ ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ვიდრე ჩიჩილაკები ცხოველებთან აღმოჩნდება, მანამდე მათ მოსახლეობა ზოოპარკის მთავარ ნაძვის ხესთან მოუყრის თავს. ტრადიცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

 

ავტორი: მარიამ კოპალეიშვილი

დღის ამბები