30 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
სურამში ოჯახურ ძალადობას 28 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

სურამში ოჯახურ ძალადობას 28 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დანაშაულის ჩადენის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცოლთან უთანხმოების გამო ლევან ლომიძე ბოლო 1 თვე ალკოჰოლს ყოველდღიურად მოიხმარდა.

32 წლის მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევი იყო.

ლევან ლომიძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ ადგილიდან გაიქცა. ნაჯახი, რომლითაც ყოფილ მეუღლეს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ექსპერტებმა ამოიღეს. 

გარდაცვლილი ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად სენაკში ცხოვრობდა. როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, 28 წლის ქალი მეუღლეს დიდი ხნის წინ გაშორდა, თუმცა ეჭვმიტანილი მას მაინც აკითხავდა.

მეზობლები ასევე ამბობენ, რომ ლევან ლომიძემ ყოფილ ცოლს გუშინ ჩააკითხა და სურამში წაიყვანა. 

დაბა სურამში ცოლის მკვლელობის მორიგ საქმეს სამართალდამცველები ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ. 

დღის ამბები