30 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
მოსკოვი სამაშველო ოპერაციების ჩატარებას ხელს უშლის - უკრაინის საელჩო დიდ ბრიტანეთში

უკრაინა და საქართველო რუსეთს შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის შეფერხებაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს. ამავე ცნობით, მოსკოვი სამაშველო ოპერაციების ჩატარებას ხელს უშლის.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია. მომხდარს ეხმიანება რუსეთი და მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებებს პასუხი ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციაში გასცეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ფაქტს პროვოკაციას უწოდებს.

დღის ამბები