30 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საპროკურორო საბჭოში წარდგენა აქცია-პერფორმანსით ბათუმშიც გააპროტესტეს

ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოსტზე წარდგენა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ალტერნატივა", აჭარის პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსით გააპროტესტა.

აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან ხორბალი მიიტანეს და ხელისუფლებას მიმართეს, "თავისი საკენკი თავადვე აკენკონ". მათი თქმით, შოთაძის დაბრუნება დაუშვებელია, რადგან მისი პროკურორობის პერიოდში არცერთი გახმაურებული საქმე არ გახსნილა.

აქციის მონაწილეებს სურდათ ხორბალი სიმბოლურად პროკურატურის შესასვლელთან დაეტოვებინათ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

"დღევანდელი ხელისუფლება შოთაძის სახით ქართველ ხალხს ისევ უყრის საკენკს, ამიტომ, ჩვენ სიმბოლურად მოვიტანეთ საკენკი პროკურატურასთან, რომელიც შეუძლიათ თვითონვე აკენკონ, ქართველ ხალხს მათი ზღაპრების აღარ სჯერა," - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "ალტერნატივას" ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ. 

დღის ამბები