30 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის დაკავებული - ხულიგნობა და მუქარა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის სასამართლომ ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. დღეს კი მას სისხლის სამართლის საქმეზე ახალი ბრალი წარედგინა.

შეგახსენებთ, პარტია "ლელოს" წევრმა ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში რამდენიმე დღის წინ მიაყენა. თავად დეპუტატის განცხადებით, რობაქიძე მას და მის ოჯახს ემუქრებოდა.

 

დღის ამბები