30 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
გრიპის ვირუსის არსებული მაჩვენებლის შესაბამისად ქვეყანა ეპიდემიის საფრთხის წინაშე არ დგას

ქვეყანა, გრიპის ვირუსის მაჩვენებლის შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხის წინაშე არ დგას. 

სპეციალისტების ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ვირუსით დაავადებულ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი დაბალია. ამიტომ, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"გაზაფხული, შემოდგომა, ზამთარი გრიპის ვირუსის პერიოდებია და სწორედ ამ დროს ფიქსირდება რეალური შემთხვევები. თუმცა, ეპიდემიის ზღვარსა და შარშანდელ მაჩვენებლებს ბევრად ჩამოვრჩებით.

წელს  რისკჯგუფში შემავალი 100 000 პირი აიცრა, მათ შორის იყვნენ ბაღის პედაგოგები.

აღსანიშნავია, რომ ნულიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება გრიპის ვირუსი, შესაბამისად, პრიორიტეტულ ჯგუფად ბაღის პედაგოგები გამოიყვნენ.  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ასევე, რისკჯგუფების სათავეში ორსული ქალბატონები დგანან," - განაცხადა ეპიდემიოლოგმა ირაკლი ქარსელაძემ. 

დღის ამბები