30 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
"ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა, რათა შემოეღოთ სავიზო რეჟიმი ირანთან" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებისთვის მიცემულ ერთკვირიან ვადაზე საუბრობს, რომელიც ირანელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოიაზრებდა.

ნათელაშვილის განცხადებით, ირანელ მოქალაქეებზე გადაფორმებული უძრავი ქონების 134 ათასასი ფაქტია რეგისტრირებული, რაც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შეფასებით, ძალიან მძიმე მაჩვენებელია.

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებისგან მოითხოვს, სასწრაფოდ დაუწესონ ირანს სავიზო რეჟიმი და სანქციები, რადგან მისი თქმით, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე დგას და გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის.

პარტიაში ამ საკითხს პრობლემად მიიჩნევენ და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა, რათა შემოეღოთ სავიზო რეჟიმი ირანისთვის და ამით გადაერჩინათ ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფისაგან. სამშენებლო კომპანიების უდიდესი ნაწილი არის შესყიდული ირანელებისგან, რადგან მათ არანირი პრობლემა არ ექმნებათ ამაზე, რეგისტრირდებიან და იღებენ კიდეც ბინადრობის უფლებას," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ შალვა ნათელაშვილმა განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, უმოკლეს დროში მიეღოთ გადაწყვეტილება ირანელი დევნილების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები