30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
დავა ძველ და ახალ მენეჯმენტს შორის და გაჩერებული მშენებლობა - 5 წელი ბინის მოლოდინში  

ბათუმში გუდიაშვილის ქუჩაზე საკუთარი სახლების მშენებლობის დასრულებას ადამიანები უკვე 5 წელია ელოდებიან.

პროექტი "შენი სახლი" 2015-ში დაიწყო და მესაკუთრეებს 2017-ში უნდა ჩაბარებოდათ. 191 მესაკუთრე ძველი და ახალი მენეჯმენტის დავის პირობებში საკუთარ ბინებში შესვლას ვერ ახერხებენ.  კომპანიის წილები დაყადაღებულია და პროექტით გათვალისწინებული 24 სართულიანი კორპუსი 23-ე სართულზე შავი კარკასის მდგომარეობაშია გაჩერებული.

მას შემდეგ, რაც მშენებელ კომპანიას პრობლემები შეექმნა მენეჯმენტი შეიცვალა, წილების გასხვისების პროცესზე კი ამ დრომდე დაობენ ძველი და ახალი მფლობელები. "შენი სახლის" ამჟამინდელი დირექტორი ძველი დირექციის მხრიდან მიზანმიმართულად პრობლემების შექმნაზე და პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს. კომპანიის ხელმძღვანელი სახელმწიფოს ყადაღის პირობებში პროექტის დასრულებას გამორიცხავს.

კომპანიის ყოფილი ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა დარღვევებსა და დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს "შენი სახლის" იურისტიც.

სწორედ გიორგი წაქაძის მიერ წილების მოტყუებით გადაფორმებაზე საუბრობს და ბრალდებებს კომპანიის იურისტს უყენებს "შენი სახლის" ყოფილი დირექტორის ადვოკატი. ძველი მენეჯმენტი ამბობს, რომ ამ წილებზე დაწყებული დავის გამო მოითხოვეს ყოფილმა ხელმძღვანელობამ სასამართლოს წესით წილების დაყადაღება.

 

 

დღის ამბები