30 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
შევიგრძენით ქართველების სტუმართმოყვარეობა, მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს - კელი დაგნანი  

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცის დადების დროს, მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს.

დაგნანმა აღნიშნა, რომ ქართველების სტუმართმოყვარეობაში დარწმუნებულია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ დავით ბაქრაძესა და მის მეუიღლეს მიუძღვით.  

"განსაკუთრებით, მინდა, მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა და მისმა მეუღლე ანამ მე და დაგს არაჩვეულებრივ საღამოზე გვიმასპინძლეს. ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან. და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს. დიდი მადლობა, დავით.

შესანიშნავია ყველა თქვენგანის ხილვა. ჩემს კარიერაში ამ ეტაპამდე მოსვლისთვის აქ მყოფმა ყველა ადამიანმა წვლილი შეიტანა. მე ნამდვილად ვალში ვარ თქვენთან, იმისათვის, რაც მასწავლეთ და როგორც მიჭერდით მხარს წლების განმავლობაში – ჩემი ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და მისაბაძი ადამიანები. ძალიან შესაფერისია ამ ნაბიჯის თქვენს გარემოცვაში გადადგმა." - განაცხადა კელი დეგნანმა ფიცის დადების დროს. 

დღის ამბები