30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
მოსკოვი ელის, რომ აშშ და ნატო საქართველოს არ წააქეზებენ რუსეთთან კონფრონტაციისკენ - რუსეთის საგარეო უწყება

მოსკოვი ელის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო საქართველოს არ წააქეზებენ რუსეთთან კონფრონტაციისკენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.

"კრემლი აკვირდება ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან,"- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება წერს იმასაც, რომ ურთიერთობების ნორმალიზებაზე უარყოფითად აისახა ზაფხულში, თბილისში განვითარებული მოვლენები, რის საპასუხოდაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. 

დღის ამბები