30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფარსი და ეს არის მარიონეტული პროკურატურა" - მამუკა ხაზარაძე

ფულის გათეთრების საქმეზე თიბისი ბანკის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან. პროცესზე ისინი ბრალდების მხარის მოთხოვნით დაიკითხებიან.

პროკურორების თქმით, სხდომაზე მოწმეები დაადასტურებენ, რომ თიბისი ჯგუფის თანამშრომლებმა არ იცოდნენ სესხის მიზნობრიობა და მათთვის უცნობი იყო, რომ თანხას ბანკის დამფუძნებლები გამოიყენებდნენ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის დადგმული ფარსია.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფარსი და ეს არის მარიონეტული პროკურატურა, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ სხდომის მერე პიარულად მიაწოდოს რაიმე საზოგადოებას. ეს არის საბოლოო ჯამში თითიდან გამოწოვილი საქმე," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე აღნიშნავს, ბრალდების მხარის მოწმეები საბოლოოდ, დაცვის სასარგებლოდ აძლევენ ჩვენებას.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბრალდებას მოჰყავს მოწმეები და ისინი დაცვის სასარგებლოდ აძლევენ ჩვენებას ეს ასე მოხდება დღესაც," - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

პროკურორ გიორგი მიქავას განცხადებით, სახალხო დამცველის მოსაზრებებში უამრავი ხარვეზია, როგორც სამართლებლივი ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

"ბრალდების მხარე გაეცნო სახალხო დამცველის მოსაზრებას და მიუხედავად დიდი პატივისცემისა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ, ეს დოკუმენტი ხასიათდება უამრავი ნაკლოვანებით, როგორც სამართლებლივი ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით," - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები