30 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ივანიშვილის რეჟიმი ნადირობს პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე - ლაშა ჩხარტიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ლაშა ჩხარტიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარ საგამოძიებო უწყებისაგან, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტების გამოძიებას მოითხოვს.

ჩხარტიშვილის მტკიცებით, 3 იანვარს აქციაზე მისი დაკავებისას სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

"ივანიშვილის რეჟიმი ნადირობს პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე, ჩემთან მიმართებაში პირდაპირ დევნას აქვს ადგილი და ამ უკანონო დავალების, დანაშაულის შესრულებასთან დაკავშირებით მოვითხოვთ დაისაჯონ პატრულის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი, ლაშა ყავალაშვილი და მერიის ერთი თანამშრომელი,“ - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები