30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
მაინცდამაინც გინდათ, რომ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას - გიორგი გახარია პრემიერის პოსტის დატოვებაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის მეთაურის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით არც უარყოფს და არც ადასტურებს. გახარია ჟურნალისტებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

"ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ"- ეს იყო გიორგი გახარიას პასუხი კითხვაზე, შეიცვლებოდა თუ არა პრემიერ- მინისტრი ახლო მომავალში.

"ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ "დაგასპოილეროთ"? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს.

დღის ამბები