30 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
საბოლოო განაჩენს ამომრჩეველი გამოიტანს - პრემიერ-მინისტრი NDI -ის კვლევებზე

NDI- ის  კვლევებს დღეს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ ძალებს განაჩენს, ამომრჩეველი გამოუტანს.

პრემიერის თქმით,  კვლევების მიხედვით, ანალიზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ის, პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა.

"სამწუხაროდ, კვლევები არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მე, ამ კვლევებთან დაკავშირებით, არაფრის თქმა არ შემიძლია. საბოლოო განაჩენს ამომრჩეველი გამოიტანს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები