30 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ქონებრივი მდგომარეობის დამალვა თუ უყურადღებობა - პოლიტიკოსთა სია ვინც დეკლარაციები არასწორად შეავსო

ქონებრივი მდგომარეობის დამალვის მცდელობა თუ უყურადღებობა - საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ გაასაჯაროვა სია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ადამიანები, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ, საკუთარ ქონებრივ დეკლარაციებს ხარვეზებით ავსებენ. მათი უმრავლესობა კი დაჯარიმებულია. 75-მა მიიღო გაფრთხილება.

ყველაზე მეტ შემთხვევაში, 63%-ით დარღვევები დაფიქსირდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დეკლარირების, ასევე ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო. დარღვევებია უძრავი ქონების ნაწილში, საბანკო ანგარიშზე არსებულ ნაშთებსა და სამეწარმეო საქმიანობაზე.

რაც შეეხებათ დაჯარიმებულებს მათ შორის არიან: მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მოადგილეებთან დავით თვალაბეიშვილთან და აკაკი საღირაშვილთან ერთად.


"ქართული ოცნებიდან" ინფორმაცია დამალული ჰქონდათ ლევან კობიაშვილს, ენზელ მკოიანს, ვიქტორ ჯაფარიძეს, გოდერძი ჩანქსელიანს, ზაზა კედელაშვილს, სამველ მანუკიანს, ირაკლი ხახუბიას, ოთარ დანელიას, ბექა ოდიშარიას, ნინო წილოსანს, ლერი ხაბელოვსა და გოჩა ენუქიძეს.

"ნაციონალური მოძრაობიდან" ჩამონათვალში მოხვდა - კობა ნაყოფია, ლაშა დამენია და მამუკა ჩიქოვანი.

"ევროპული საქართველოდან" დაჯარიმებულია გიორგი ღვინიაშვილი, ხოლო უპარტიო დეპუტატებიდან დარღვევები აქვთ ზვიად კვაჭანტირაძეს, ბექა ნაცვლიშვილსა და დავით ჭიჭინაძეს.

სიაში მოხვდნენ მოსამართლეები როგორც საკონსტიტუციო, ასევე უზენაესი სასამართლოდანაც.

დღის ამბები