საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. ამის შესახებ, ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ცერემონიას, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო. თეთრმა სახლმა საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა მას მხარი დეკემბერში დაუჭირა.
საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტი თითქმის ორი წელია ვაკანტურია.