მექსიკაში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში პიროტექნიკის საწყობში მოხდა.
აფეთქების შედეგად, დაშავდა რამდენიმე პირიც. მომხდარის გამო საჭირო გახდა საწყობთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. აფეთქების მიზეზი უცნობია.