30 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
შეერთებული შტატების სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

შეერთებული შტატების სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. პროცესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ რობერტსი უძღვება. პროცედურების ფარგლებში 100-მა სენატორმა მიუკერძოებლობის შესახებ ფიცი დადო. სწორედ ისინი გადაწყვეტენ მოუწევს თუ არა ტრამპს თანამდებობის დატოვება. მთავარი განხილვა 21 იანვარსაა დაგეგმილი.

წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნების სენატისთვის გადაგზავნას მხარი გუშინ დაუჭირა. დემოკრატები დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლასა და ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებენ. სენატში, რომელიც შტატების პრეზიდენტის ბედს გადაწყვეტს, უმრავლესობას ტრამპის თანაპარტიელები იკავებენ.

დღის ამბები