30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
პუტინის ახალი გეგმა - რუსეთის პრეზიდენტი სამუდამო მმართველობისთვის ემზადება

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ფედერალური საბჭოს ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა. ახალი ინიციატივის მიხედვით ქვეყნის პრემიერ მინისტრს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტი დაამტკიცებს, შესაბამისად მთავრობასაც საკანონმდებლო ორგანო უხელმძღვანელებს. ცვლილებებია დაგეგმილი სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. დიმიტრი მედვედევს პუტინმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზა, საგულისხმოა, რომ ეს თანამდებობა აქამდე არ არსებობდა.


პუტინი უკვე ღიად აცხადებს, რომ სამუდამო მმართველობისთვის ემზადება. რუსი და ქართველი პოლიტოლოგები ერთ რამეზე თანხმდებიან, დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაძლიერებაა.

საერთაშორისო პრინციპების უკვე ოფიციალურად უგულებელყოფა რუსეთს სრულ იზოლაციამდე მიიყვანს, - ასეთია ანალიტიკოსების პროგნოზი. მათივე შეფასებით, პუტინისთვის ყაზახეთის მოდელი საოცნებოა.

"ფარსი და ფასადია მედვედევის მთავრობის გადაყენება და კრიტიკაც. ქვეყანაში არსებული რეცესიის, სიღარიბისა და დემოგრაფიული პრობლემების პირობებში პუტინს სურს ხალხს კიდევ ერთხელ ერთადერთ მხსნელად მოაჩვენოს თავი და ჩიხიდან გამოსვლის გზად საკონსტიტუციო ცვლილებებს ასახელებს, შესაბამისად, რეფერენდუმზე მოქალაქეებს მისი იდეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს" - აცხადებს რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი. მისივე პროგნოზით, არ არის გამორიცხული პუტინი მესამე ვადით აირჩიონ.

კიდევ ერთი ვერსიით, პუტინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იმ ახალ სახელმწიფო საბჭოს გამოიყენებს, რომლის შექმნაც გუშინ დააანონსა და მას თავად უხელმძღვანელებს. რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო საბჭოს კონსტიტუციური ორგანო უნდა გახდეს და მას პრეზიდენტისთვის მითითებების მიცემის უფლებაც კი ექნება.

რუსეთში მთავრობა გუშინ გადადგა, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ მთავრობამ ამ ნაბიჯით პრეზიდენტს, დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების საშუალება მისცა. მედვედევი საგადასახადო სამსახურის უფროსმა მიხეილ მიშუსტინმა უკვე ჩაანაცვლა, ის დღეს დაამტკიცეს. მთავრობის წევრები მოვალეობების შესრულებას ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებამდე გააგრძელებენ. 

დღის ამბები