2020 წელი ყველაზე ცხელი იქნება ბოლო ათწლეულის მანძილზე. გაერო მსოფლიოს აფრთხილებს, რომ წყალდიდობები, ხანძრები, გვალვები - ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები წელსაც განმეორდება. საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევების მიხედვით მიზეზი გლობალური დათბობაა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ოკეანეში წყლის საშუალო ტემპერატურამ მოიმატა, რამაც ყინულების გალღვობა გამოიწვია. წელს კლიმატის ცვლილება დედამიწის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულ ანომალიურ ამინდს გამოიწვევს.