30 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
რატომ არ მოხვდა "ლელო" NDI-ს კვლევაში - პარტიაში მიზეზი განმარტეს

NDI-ს კვლევებში "ლელო" საერთოდ არ მოხვდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ თავად სთხოვეს "ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს", კვლევაში არ ჩაერთოთ. 

"ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, დავრეგისტრირდით 22 დეკემბერს, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ NDI-ს ამ ეტაპზე, რამდენადაც ჩვენ ჯერ არ ვიყავით პოლიტიკური პარტია, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდეგ გამოკვლევაში, გაზაფხულზე, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას  დღეს 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები