30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
NDI-ის პატივს ვცემთ, თუმცა სამწუხაროდ ისინი ენდობიან CRRC-ს, რომელიც ჩვენთვის ნდობის ეტალონი ვერ იქნება - მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს პატივს სცემს, თუმცა ამბობს, რომ "ქართული ოცნება" უნდობლობას არა NDI-ის, არამედ CRRC-ის უცხადებს.

"NDI-ის მიმართ ჩვენ რაიმე განსაკუთრებული უნდობლობა არ გვაქვს, ჩვენ ამ ინსტიტუტს პატივს ვცემთ, საქართველოში არის კონკრეტული მოცემულობა, რომ ისინი ენდობიან, სამწუხაროდ, CRRC- ის. ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც "ქართული ოცნება" ამომრჩეველთა ნახევრის მხარდაჭერას მოიპოვებდა ხოლმე, რამდენიმე თვით ადრე, 15 %-იანი მხარდაჭერა გვქონდა CRRC-ის მიერ დადებული შედეგებით. ამიტომ, ბუნებრივია, CRRC ჩვენთვის ნდობის ეტალონი ნამდვილად ვერ იქნება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

NDI-ს ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაზე იმსჯელეს. 

დღის ამბები