30 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ოპოზიციის სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, ადეიშვილი დახვრეტილი, ზოდელავა კი ჩამომხრჩვალი უნდა იყოს - კარლო კოპალიანი

"ოპოზიციის სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, ადეიშვილი ახლა დახვრეტილი, ზოდელავა კი ჩამომხრჩვალი უნდა იყოს"- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი კარლო კოპალიანი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შესახებ ოპოზიციის უარყოფით შეფასებას. კოპალიანის შეფასებით, ირაკლი შოთაძე პროფესიონალი იურისტია. 

"რაც უნდა ჰქონდეს მომავალ გენერალურ პროკურორს ეს არის არა სახეწაშლილი პიროვნული თვისებები, არამედ ადამიანური თვისებები. გენერალური პროკურორი გადადგა იმიტომ, რომ სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ მტკიცებულებები წარდგენილი პროკურატურის მიერ. ოპოზიციის სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, ადეიშვილი ახლა დახვრეტილი, ზოდელავა კი ჩამომხრჩვალი უნდა იყოს,"- განაცხადა კარლო კოპალიანმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.  

ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

გადადგომის შემდეგ ირაკლი შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად დასაქმდა.

2019 წლის მარტიდან შოთაძემ სილქნეტის იურიდიული კონსულტანტის თანამდებობასაც ითავსებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები