რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინი დაამტკიცა. მისი კანდიდატურა პარლამენტში ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ დაასახელა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები დაანონსდა და რუსეთის მთავრობა გადადგა.
პუტინი უკვე შეხვდა იმ ჯგუფის წევრებს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მოამზადებს, მასში პოლიტიკოსები, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები შედიან.
შეხვედრისას პუტინმა განმარტა, რომ რუსეთი რჩება საპრეზიდენტო რესპუბლიკად და საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას არ აპირებს. პუტინის თქმით, ახალი ცვლილებები პარლამენტის როლს გაზრდის.
პრეზიდენტს პრემიერის დანიშვნისა და მთავრობის ფორმირების უფლება შეეზღუდება, ამ ფუნქციას საკანონდებლო ორგანო შეასრულებს.