30 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ირაკლი შოთაძეს აქვს მაღალი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და პროკურატურის განვითარების ხედვა - სტუ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. 

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. კანდიდატი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, გააჩნია პროკურატურის განვითარების ხედვა. 

კანდიდატურების წარდგენას წინ უძღოდა აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან საქართველოს გენერალური პროკურორის შერჩევისთვის გასაზღვრული ერთთვიანი კონსულტაციების პროცესი. კონსულტაციები "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს განკარგულებით, 2019 წლის 17 დეკემბერიდან დაიწყო.

კანონის შესაბამისად, ერთთვიან კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბა აკადემიური საბჭო, რომელმაც საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით იმსჯელა,"-ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

 

დღის ამბები