30 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია რესურსი გავლენა მოახდინოს სტატუს-კვოზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებში - სალომე სამადაშვილი

ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და მძიმე ვითარებაზე, დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრებოდნენ. 

უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწტრებოდნენ.

"როგორც ჩანს აფხაზეთში შიდა დაპირისპირებაა და რუსეთი ცდილობს ეს საკითხი მოაგვაროს. საქართველოს სახელმწიფოს დღეს არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისათვის, რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს სტატუს-კვოზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებში," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები